შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ზაქარეიშვილი აუცილებლობას ვერ ხედავს, უახლოეს მომავალში ამ ტიპის შეხვედრა გაიმართოს.
მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს იქნება კარგად მომზადებული.
„ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს იქნება კარგად მომზადებული და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი. დღესდღეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ შედგეს პირველი პირების შეხვედრა, რადგან არანაირად მომზადებული არაა არანაირ საკითხში. ამ წუთებში აუცილებლობას ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში ამ ტიპის შეხვედრა შედგეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა