გუშინ გამოცემამ “Official Charts Company” დიდი ბრიტანეთის წინა კვირის მუსიკალური ალბომების ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.
ამ ჩამონათვალის სათავეში ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეის ახალი სტუდიური ნამუშევარი “Born to Die” მოექცა. ეს დისკი გაყიდვაში 31 იანვარს გამოვიდა და “ნისლიან ალბიონზე” ერთი კვირის განმავლობაში მისი 117 ათასი ცალი გაიყიდა.
მეორე ადგილზე კანადელი 77 წლის მუსიკოსის ლეონარდო კოენის ბოლო ალბომი “Old Ideas” გავიდა. საინტერესოა, რომ კოენისათვის ეს დისკი ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველია.
საპატიო მესამე ადგილზე მომღერალი ედ შირანის ჩანაწერი “+” აღმოჩნდა.
წინა კვირის სინგლების რეიტინგში დევიდ გეტას კომპოზიციამ “Titanium” იმარჯვა. მომდევნო ორ ადგილზე ლანა დელ რეის სიმღერები “Born to Die” და “Video Games” გავიდნენ.