თბილისის 207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

თბილისის 207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. ამ წუთებში  ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.