პრეზიდენტის განცხადებები და ქმედებები "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანხვედრაში მოდის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს საზოგადოებას აბნევს.
"მინდა პრეზიდენტის სამსახური გამოვყო. ისინი მოვიდნენ გუნდთან ერთად, თუმცა დღეს პრეზიდენტის განცხადებებიც და ქმედებებიც თანხვედრაში მოდის "ნაციონალურ მოძრაობასთან". ესეც ძალიან აზიანებს საზოგადოებას და აბნევს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.