"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისია მუშაობას იწყებს. პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას ადგილზე გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის პირველ სხდომაზე გააკეთა.
ღვინიაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი ხელუსუფლების საქმიანობას, საქართველოს ყველა რეგიონში შეისწავლის.
"მიუხედავად 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია "ქართულმა ოცნების" წინასაარჩევნო გულუხვი დაპირებებისა, მათი ხელისუფლებლაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირებები უკვალოდ გაქრა და განვითარების ნაცვლად საქართველო უკან წავიდა. ეკონომიკური ზრდა შეჩერდა, ბიუჯეტი გაირღვა, გაიზარდა კრიმინალი, სწორედ ამიტომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს ანტიკორუფციული კომიტეტების ჩამოყალიბებას და პირველი ასეთი კომიტეტი გურჯაანში შეიქმნა", - განაცხადა ღვინიაშვილმა.