"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისია ხვალიდან გურჯაანში იწყებს მუშაობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს , პარტიის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული კომისია ხვალ პირველად გურჯაანში შეიკრიბება, სადაც "გამოვლენილია გამგებლის კორუფციული საქმეები, ასევე იგი მხილებულია ნეპოტიზმში".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უკვე გურჯაანში გაემგზავრნენ და ხვალიდან ანტიკორუფციული კომისიის მუშაობას ადგილობრივ აქტივთან ერთად დაიწყებენ.