ევროპაში არალეგალური მიგრაციის საკითხის განსახილველად, ევროკავშირის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, უახლოეს პერიოდში საგანგებოდ შეიკრიბებიან.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლიბიიდან მომავალი გემი ლამპედუზას სანაპიროსთან ჩაიძირა და შედეგად 700 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ევროპული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანები ყოველთვის შეეცდებიან ევროპაში ჩაღწევას, ვიდრე მათ მეზობელ ქვეყნებში ომი და შიმშილი იქნება.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ჩაძირული გემის 700-მდე მგზავრი, შესაძლოა დაიღუპა. სანაპირო დაცვის სამსახურმა მხოლოდ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლო.