ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალი რუსეთიდან რეალურ აგრესიას ხედავს

ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალი რუსეთიდან რეალურ აგრესიას ხედავს

ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა რუსეთის მხრიდან არსებული რეალური საფრთხის გათვალისწინებით. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა ბენ ჰოდჯესმა "ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ეს არ არის ვარაუდი. რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხე არსებობს", - აღნიშნა სარდალმა. მისივე თქმით, რუსეთის ელჩი დანიას ბირთვული დარტყმით დაემუქრა, თუ ის მონაწილეობას მიიღებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში.

მანვე "არაპროფესიონალური" უწოდა რუსეთის სამხედრო ავიაციის ქცევას, რომლის თვითმფრინავები ტრანსპონდერების გარეშე დაფრინავენ სამოქალაქო თვითმფრინავების გვერდით.