ხმელთაშუა ზღვაში 700-მდე მიგრანტის ძებნის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს

ხმელთაშუა ზღვაში 700-მდე მიგრანტის ძებნის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს

ხმელთაშუა ზღვაში 700-მდე მიგრანტის ძებნის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, ისინი ლიბიის ნაპირებთან ამობრუნებული ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ხომალდმა, რომლის ბორტზეც 500-დან 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, ადგილობრივი დროით შუაღამისას დაიწყო ჩაძირვა. ამ დროსთვის გადარჩენილია 28 ადამიანი. სამაშველო ოპერაციაში იტალიის გემები და მალტის სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობენ.

მაშველების ცნობით, სამაშველო ოპერაციის მთავარი მიზანი, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, გარდაცვლილთა ცხედრების ძებნა გახდება.