მუხიანში მერვე სართულიდან გადამხტარი მოზარდის მდგომარეობა უმძიმესია და ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, თვითმხილველების ინფორმაცია, რომ 14 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ტრაგედია მუხიანის დასახლებაში წუხელ დატრიალდა. მესამე მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის 8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა. თვითმხილველების თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მოზარდის მამამ ორლულიანი თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.