რიჩარდ ნორლანდი მეუფე დიმიტრის შეხვდა

რიჩარდ ნორლანდი მეუფე დიმიტრის შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსს მეუფე დიმიტრის შეხვდა. ბათუმში, მეუფის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ მათ გაცვალეს საკუთარი მოსაზრებები რელიგიურ სფეროში დღეს არსებულ ვითარებასა და სხვა რელიგიურ კონფესიებთან ურთიერთობის საკითხებზე.

"საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ განსხვავებული შეხედულებისა და აღმსარებლობის შესახებ ლიდერებიცა და უბრალო მოქალაქეებიც ერთმანეთის მიმართ პატივისცემით უნდა იყვნენ გამსჭვალულნი", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

დღესვე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბათუმში მიმდინარე კონფერენციას "ბათუმის საერთაშორისო ფორუმი - რელიგია და მშვიდობა" დაესწრო.