გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაცით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, თუმცა აღნიშნული ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

"ინტერპრესნიუსი" უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას დაუკავშირდა, რომელმაც ქართველი სამხედროს დაღუპვის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მასაც სმენია.

მისივე თქმით, ფაქტის გარკვევა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა მოხდეს.