რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა აშშ-სთან მუშაობისთვის. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, კრემლის ლიდერმა გუშინ სახელმწიფო ტელეარხისთვის მიცუმულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სთან ერთად მუშაობა მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენს.
"ჩვენ რიგ საერთაშორისო საკითხებზე სხვადასხვა აზრი გვაქვს. თუმცა, ამავე დროს არსებობს რაღაც, რაც გვაერთიანებს და გვაიძულებს ერთად ვიმუშაოთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინის კონფლიქტის გამო, აშშ-მა ევროკავშირთან ერთად ამ დრომდე რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. გარდა ამისა, ვაშინგტონი გამუდმებით მოუწოდებს მოსკოვს შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი მებრძოლების მხარდაჭერა.