ანტონ გერაშენკო:   უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის მკვლელობები ერთ ხელწერას ჰგავს

ანტონ გერაშენკო: უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის მკვლელობები ერთ ხელწერას ჰგავს

უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეს ბუზინასა და ოპოზიციონერის, ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობების ფაქტები ერთ ხელწერას ჰგავს , - ამის შესახებ განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ ტელეარხ "1+1"-ის ეთერში გააკეთა.

"ოლეს ბუზინა და ოლეგ კალაშნიკოვი სხვადასხვა ტიპის იარაღით მოკლეს, თუმცა, ხელწერა ერთი და იგივეა. ორივე მათგანს მკვლელი სახლთან ელოდებოდა, ორივე საკონტროლო გასროლით მოკლეს. ორივეს ხუთი ტყვია ესროლეს", - განაცხადა გერაშენკომ.

ერთ-ერთი ვერსიით, ბუზინასა და კალაშნიკოვის მკვლელობებს მათ პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობებს უკავშირებენ.

ჟურნალისტი ოლეს ბუზინა, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა, გუშინ მოკლეს.

ოპოზიციონერი ოლეგ კალაშნიკოვი კი კიევში საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.