"ადეიშვილს მიღებული აქვს ლტოლვილის სტატუსი, რაც მოახერხა პირადი კონტაქტებით"

პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამვჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ინტერპოლის მიერ ზურაბ ადეიშვილზე ძებნის შეწყვეტა დაკავშირებულია მის ლტოლვილის სტატუსთან. დეპუტატის განმარტებით იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ლტოლვილის სტატუსის პირადი კონტაქტების მეშვეობით მოახერხა „როგორც გაირკვა, ადეიშვილს 2013 წლის თებერვალში, იქამდე ვიდრე ბრალდებები წარედგინებოდა, მიღებული აქვს ლტოლვილის სტატუსი, რაც მოახერხა პირადი კონტაქტებით. ამიტომაც ხდება გასაიდუმლოება, მისი მხრიდან, ამ ფაქტის. ცირკულარიდან მისი ამოღება, არანაირ კავშირში არ არის მტკიცებულებებთან, ეს პირდაპირ უკავშირდება ლტოლვილის სტატუსს“, - აცხადებს ბესელია.