ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი 23-24 აპრილს შედგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბათუმშიც ჩავა. ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოს ბიზნესდელეგაციასთან ერთად ეწვევა. პროგრამის სხვა დეტალები, დავით კერესელიძის თქმით, ჯერ კიდევ ზუსტდება.