აფხაზეთი არ აპირებს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას

აფხაზეთი არ აპირებს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას

აფხაზეთი არ აპირებს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა მოსკოვში, აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.მისი თქმით, აფხაზეთი იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი და მას ათასობით მსხვერპლი იმისთვის არ გაუღია, რომ დამოუკიდებლობაზე უარი თქვას.ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ინტეგრაციის ახალ დოკუმენტს შარშან მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთთან თავდაცვითი, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური სფეროს ინტეგრაციას გულისხმობს.