პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, ასევე ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან.
"საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ პრობლემას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთის. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რიგის მომავალი სამიტი იყო და ყველა დონეზე ჩვენ მივიღეთ ის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე საქართველოსთვის. დეტალურად იქნა მიმოხილული უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო ურყევი მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა ფხალაძემ.