საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხში ასტრიდ თორსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული ეროვნული უმცირესობების პრობლემები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო იმ საკითხებს თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები და როგორია მხარეების ხედვა ამასთან დაკავშირებით.
„ ჩვენ განვიხილეთ ეროვნული უმცირესობების პრობლემები, გამოწვევები და ასევე თქვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევები. საუბარი შეეხო სამომავლო ინტეგრაციის პროექტებსაც" - აღნიშნა ასტრიდ თორსმა.