საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების პროცესის ნაწილია

საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების პროცესის ნაწილია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების პროცესის ნაწილია.

ირაკლი სესიაშვილი დღეს პარლამენტში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა საქართველოსთვის შესაძლოა კარგი მაგალითი იყოს.

"ევროპის უსაფრთხოებას საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს. ეს პირველ რიგში გამოიხატება რუსეთის აგრესიულ ქმედებაში როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, ასევე ზოგადად დასავლეთის მისამართით. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროპის უსაფრთხოებას სჭირდება გაძლიერება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ. სწორედ ამიტომ ხდება ჩვენი მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნა ამ პროცესის ნაწილია. უკეთ დაცული ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნიშნავს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბჟეგოჟ სხეტინას განცხადების კომენტირებისას.