ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა

ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა

ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს.

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია.