პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან. შეხვედრაში ფრაქციების თავმჯდომარეები, კომიტეტების ხელმძღვანელები და ვიცე-სპიკერები მონაწილეობენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ დეპუტატებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დახურულ შეხვედრაზე მიმდინარე კვირის სამუშაო დღის წესრიგზე და პლენარულ სხდომაზე გასატან საკითხებზე იმსჯელებენ.

ხვალ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ბიუროს სხდომა ჩატარდება, რომლის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.