გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი სტივ რაიჰი პოპულარული ჯგუფი “Radiohead”-ის შემოქმედებით დაინტერესდა.
კომპოზიტორი უახლოეს მომავალში ბრიტანული ჯგუფის რამდენიმე კომპოზიციის მოტივებზე ახალი სიმფონიის შექმნას აპირებს.
სტივ რაიჰი “Radiohead”-ის შემდეგი ორი კომპოზიციით დაინტერესდა: 2000 წელს გამოცემულ ალბომში “Kid A” შესული “Everything In Its Right PLace”-ითა და 2007 წელს გამოქვეყნებულ ნამუშევარში “In Rainbows” განთავსებული “Jigsaw Falling Into Place”-ით.
ახალი სიმფონიის პრემიერა 2013 წლის 5 მარტსაა დაგეგმილი. ამ კონცერტში მონაწილეობას ლონდონის “London Sinfonietta”-ს სიმფონიური ორკესტრის 13 მუსიკოსი მიიღებს.