საქართველოში დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი იმართება

საქართველოში დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი იმართება

13-14 აპრილს საქართველოში დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი იმართება.

სამმხრივ ფორმატში ეს მარტინ ლიდეგორდის, გჟეგოჟ სხეტინასა და მარგოტ ვალსტრომის პირველი ერთობლივი ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრები დღეს შეხვედრას გამართავენ ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან, რის შემდეგაც ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გაერთიანებული პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის - "თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ. აღნიშნული გულისხმობს პოლონეთის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გაიმართება.