რამდენიმე დღის წინ, მუსიკალურმა გამოცემამ “Contact Musis” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ჯგუფი“Queen”-ის წევრებმა ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ახალი ვოკალისტი აიყვანეს. ეს საპატიო მისია ამერიკული შოუ-პროგრამა“American Idol”-ის ერთ-ერთ ფინალისტს ადამ ლამბერტს უნდა ეტვირთა.
ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მუსიკოსმა ჯგუფთან ერთწლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
გუშინ ადამ ლამბერტმა სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა. ადამის მტკიცებით, მას მართალია ბრაიან მეისთან და როჯერ ტეილორთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ “Queen”-ში ფრედი მერკურის ფუნქციის შესრულებას ნამდვილად არ აპირებს.
ადამ ლამბერტმა განაცხადა, რომ ის “Queen”-ში დაპატიჟეს, მაგრამ ამ საპატიო შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამ მიზეზის გამო მუსიკალური მას-მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
მიმდინარე წელს ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. ეს ღონისძიება“Queen”-ის დაარსებიდან ორმოცი წლისთავს ეძღვნება.
ამ ტურნეში მეისთან, და ტეილორთან ერთად სცენაზე სხვა მუსიკოს-შემსრულებლებიც გამოჩნდებიან. ისინი “Queen”-ის პოპულარული კომპოზიციების ქოუვერ-ვერსიებს შეასრულებენ.