უტარდება კოტე თოლორდავას ცხედარს მოსკოვში ექსპერტიზა უტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსახიობის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით , კოტე თოლორდავას საქართველოში გადმოსვენების ზუსტი დრო, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მსახიობის თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს. საორგანიზაციო საკითხებში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.