ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ტიკრიტის გათავისუფლების ოპერაციის მიმდინარეობისას ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მარია ლიკვიდირებულია.
სამხედრო წყაროს ცნობით, აბუ მარია ერაყის ჩრდილოეთ პროვინციის ორი რაიონის თვითგამოცხადებული "გუბერნატორი" იყო. ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია აჯილის ნავთობის საბადოსთან ახლოს მოხდა. სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ოპერაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ტიკრიტის გათავისუფლების ოპერაციისას აბუ მარიას ერთ-ერთი თანაშემწეც მოკლეს.