შალვა აბულაძე დაკავების სპეცოპერაციისას არ დაჭრილა. "ინტერპრესნიუსი" ბორჯომის ტელევიზიის თანამშრომელს ეკა ნოზაძეს ესაუბრა, რომლის ინფორმაციითაც, შალვა აბულაძე ბორჯომში, ე.წ. არდაგნის დასახლებაში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავებს.
"დაჭრილი არ არის, ახლა გადმოჰყავთ თბილისში", - აღნიშნა ნოზაძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში წუხელ დააკავეს.