აღდგომას მთელ საქართველოში გამოიდარებს 12 აპრილს, აღდგომას მთელ საქართველოში გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს წვიმს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ქვეყნის მთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.
დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ქარი გაძლიერდება. ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. მათ შორის თბილისშიც.
დღეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში იქნება 12-13 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში 18 გრადუსი, კახეთში კი – 22 გრადუსი.
წვიმაა მოსალოდნელი 11 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც. ასევე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. იწვიმებს თბილისშიც. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კი მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით იქნება +15 გრადუსი, მთაში დღისით _ +5;10; ღამით _ -2;+3; მაღალმთაში დღისით _ +2;+7 მაღთალმთაში ღამით _ -5;0;
11 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია +8; +13 გრადუსი; მთაში დღისით 6;11; ღამით _ _1;+4; მაღალმთაში დღისით +2+7; ღამით -2;+3.
12 აპრილს, აღდგომას, მთელ საქართველოში გამოიდარებს.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია 14 გრადუსი; დასავლეთ საქართველოში +16 გრადუსი.
13 აპრილს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ იწვიმებს.