ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი პატრისია არკეტი ცოტა ხნის წინ ქმარს, თომას ჯეინს ოფიციალურად დაშორდა.
განქორწინების მიზეზი ბატონი თომასის ზღვარგადასული ლოთობა აღმოჩნდა. ალკოჰოლისადმი დიდი მიდრეკილების გამო ჯეინს ამ ცხოვრებაში არაერთი პრობლემა წარმოექმნა და საბოლოოდ ოჯახის დანგრევის ფასად დაუჯდა.
ახლობლების გარდა კაცს ურთიერთობა პოლიციასთანაც დაეძაბა. რამდენიმე თვის წინ თომას ჯეინი წესრიგის დამცველებმა დააკავეს რადგან საჭესთან უგონოდ მთვრალი იჯდა.
ახლო წარსულში პატრისია არკეტი მსახიობი ნიკოლას კეიჯის მეუღლე გახლდათ, ვისთან ერთადაც ცხრა თვე იცხოვრა.
ფრანგული ფესვების მქონე მსახიობმა და თომას ჯეინმა ურთიერთობა 2006 წელს დააკანონეს. სამწუხაროდ ლოთობამ მათ ურთიერთობას მძიმე დარტყმა მიაყენა.