აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მოტივი არა რაიმე კონკრეტული საშიშროებაა, არამედ ის, რომ რომნის საარჩევნიო კამპანია სულ უფრო მეტ აუდიტორიას იზიდავს.
ფლორიდაში გამართული შიდაპარტიული პრაიმერიზის შემდეგ, რომნი რესპუბლიკელთა გამოკვეთილ ფავორიტად იქცა. მართალია, ფორმალურად ეს სტატუსი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ კანდიდატამა ავტომატურად მიიღოს სახელმწიფო დაცვა, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, კონგრესთან შეთანხმებით, შეუძლია ნებისმიერი პრედენდენტი უზრუნველყოს ამგვარი მომსახურებით. თავისთავად ასეთი გადაწყვეტილება უდავოდ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიტ რომნი დანარჩენ რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის განსაკუთრებული მდგომარეობით იქნება გამორჩეული. რომნი დიდი ხანია სარგებლობს პირადი კერძო დაცვით, თუმცა სახელმწიფო დაცვა ამომრჩეველთა თვალში მის სტატუსს კიდევ უფრო აამაღლებს. ფლორიდის პრაიმერიზი შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ”ჩემი ხელმძღვანელობით ობამას ერა დამთავრდება და ამერიკა აყვავების ახალ ერაში შევა” - ამ განცხადებით ყოფილმა გუბერნატორმა თავის ამომრჩევლებს მას შემდეგ მიმართა, რაც პრაიმერიზის შედეგები გახდა ცნობილი. შედეგები კი მართლაც შთამბეჭდავი იყო. რომნიმ უახლოეს კონკურენტს ნიუტ გინგრიჩს 17% პროცენტით მოუგო.
„ეს კამპანია უფრო მეტია, ვიდრე პრეზიდენტის შეცვლა, მთავარი ამერიკის სულის გადარჩენაა. მე და პრეზიდენტ ობამას ამერიკაზე ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. პრეზიდენტ ობამას სურს გაბეროს მთავრობა და გაზარდოს ტრილიონიანი დეფიციტი, მე კი არა მარტო შევამცირებ მთავრობას, არამედ ხარჯებსაც შევკვეცავ. და გადასახადების გაზრდის გარეშე ამერიკას დაბალანსებულ ბიუჯეტს დავუბრუნებ” - ასე მიმართა რომნიმ ამერიკას.
ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელთა ნომინაციის ბედი უკვე გადაწყვეტილია და რომნის ვაღარავინ დაეწევა და რომ ობამს მოწინააღმდეგე ნოემბრის არჩევნებზე სწორედ ის გახდება.
უნდა აღინიშნოს, რომ პრედენდენტ რომნის, მრავალ დადებით მახასიათებლებთან ერთად, აქვს კიდევ ერთი – სხვა პრეტენდენტებთან შედარებით ძლიერი ფინანსური შესაძლებლობები.
როგორც
ამერიკული მასმედია იტყობინება, მასაჩუსეტსის ექს–გუბერნატორი ნევადაში გამართული
ამომრჩეველთა კრების შემდეგ დიდი ალბათობით გამარჯვებას მოიპოვებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, რომნიმ ხმათა 40% მიიღო, რაც ორჯერ მეტია
მისი უახლოესი მოწინააღმდეგის, კონგრესის
წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრის, ნიუტ გინგრიჩის შედეგზე.
„მე ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მე ვიქნები
პრეზიდენტობის კანდიდატი. რესპუბლიკელების უმეტესობას სურს მასაჩუსეტსის კანდიდატის
ალტერნატივის დანახვა“ - განაცხადა გინგრიჩმა ლოს-ანჟელესში, თუმცა
ამდაგვარმა თვიდაჯერებამ შედეგი არ მოიტანა.
რომნის წარმატება შესაძლოა განპირობებული იყოს მილიარდერი მედიამაგნატის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, რომელმაც ადრე ნევადაში განაცხადა, რომ რომნის პრეზიდენტობის კარგ კანდიდატად მიიჩნევს. არ არის გამორიცხული ისიც, რომ რომნის სასარგებლოდ ითამაშა მისმა რელიგიურმა მრწამსმა – რონი მორმონია, ნევადაში კი ამ რელიგიის მრავალი მიმდევარი ცხოვრობს.
მთლიანობაში სამჯერ და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვების შემდეგ რომნიმ განამტკიცა თავისი უპირატესობა რესპუბლიკელების სხვა კანდიდატებზე. ნევადამდე ექს-გუბერნატორი ლიდერობდა პირველად არჩევნებზე ფლორიდასა და ნიუ-ჰემპშირში. აიოვაში სანტორუმმა გაიმარჯვა, სამხრეთ კოროლინის პრაიმერზე კი – გინგრიჩმა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, რომნი ყველაზე მდიდარია რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკული არჩევნებისათვის, რადგანაც 2010 წელს უმაღლესმა სასამართლომ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება მისცა, რომ არჩევნებზე ფული შეუზღუდავად დახარჯონ. რომნის 200–მილიონიანი პირადი კაპიტალი მას საშუალებას აძლევს ოპერატიულად და მეტი გამბედაობით იმოქმედოს. მაგალითად, ფლორიდაში გინგრიჩის ნეგატიურ სარეკლამო რგოლებზე რომნის საარჩევნო შტაბმა 14 მილიონი დოლარი დახარჯა.
როგორც ფლორიდელმა სენატორმა მარკ რუბიომ განაცხადა ”ფლორიდის არჩევნები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა უბრალოდ წინასაარჩევნო არითმეტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ფლორიდა ამერიკაა მინიატურაში. თუ კანდიდატი იგებს ფლორიდაში, მაშინ ის იგებს მთელს ქვეყანაში. ყველა მთავარი პრობლემა, რაც ქვეყანაშია, იგივე მოცულობით ფლორიდაშიცაა. ამიტომაც მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ჩემს შტატში პრაიმერიზი რაც შეიძლება ადრე ჩატარდეს”
მიუხედავად დამარცხებისა, გინგრიჩი დანებებას არ აპირებს. ის ყოველნაირად ცდილობს რეიგანს მიბაძოს. ისიც, რეიგანივით, საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში უკვე საპენსიო ასაკისაა, ეს კი რაოდენ ჩვენთვის უცნაურიც არ უნდა იყოს, ამერიკელ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ძალიანაც მოსწონს.
მიუხედავად ასაკისა გინგრიჩი თამამი იდეების დეფიციტს არ განიცდის. ჯერ მარტო მისი იდეა – კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებით – ერთ რამედ ღირს. ”შატლის” პროგრამის დახურვის შედეგად ნასას მრავალრიცხოვანი პერსონალის შემცირების ფონზე, გინგრიჩი გამოვიდა დაპირებით მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის ამერიკელები მთვარეზე დაასახლოს.
მიუხედავად
ყველაფრისა, საფიქრებელია, რომ ნოემბრის არჩევნებზე
რესპუბლიკული პარტიის კანდიდატობაზე რომნის უკვე ვაღარავინ შეეცილება.