ფინელებმა ჰომოსექსუალი პრეზიდენტად არ ისურვეს

ფინელებმა ჰომოსექსუალი პრეზიდენტად არ ისურვეს

ფინეთში კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, წარსულში ასევე იუსტიციის და ფინანსთა მინისტრმა, კოალიციური პარტიის წევრმა, საული ნიინისტომ გაიმარჯვა.

ხმათა 99.9%-ის დათვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მის სასარგებლოდ ამომრჩეველთა 62.2%-მა მისცა ხმა.

მისი მოწინააღმდეგის, მწვანეთა კავშირის თავმჯდომარის, პეკა ჰაავისტოს სასარგებლოდ ხმა მოქალაქეთა 37.4%-მა მისცა. ჰაავისტომ TV1-ის ეთერში უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ არ აპირებს აქტიური პოლიტიკიდან წასვლას და გეგმავს პარლამენტში დაბრუნებას. „მე ფინური პარლამენტის დეპუტატი ვარ. ეს საპატიო სამუშაოა“, - განაცხადა მან.

საული ნიინისტო 1948 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. იგი დაქორწინებულია, ოჯახში ორი მოზრდილი შვილი ჰყავს. ნიინისტო იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია.

როგორც ყველა სხვა პრეზიდენტობის პრეტენტენტი, ისიც ოფიციალურად არ უჭერს მხარს ქვეყნის ნატოში გაერთიანებას. ასევე ემხრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას.

ამ არჩევნებს შეიძლება ისტორიული ეწოდოს იმდენად, რამდენადაც ფინეთში პირველად გააკეთეს არჩევანი არა მემარჯვენე და მემარცხენე, არამედ კონსერვატორულ და ლიბერალურ კანდიდატებს შორის. ორივე კანდიდატს მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს: ჰაავისტო ფინანსთა მინისტრი იყო 1996-2003 წლებში და იუსტიციის მინისტრი 1995-1996 წლებში. მათი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთ ბევრი ძირითადი ასპექტით, ისეთით, როგორიცაა ნატოსთან დაკავშირებული საკითხები, სამშვიდობო საქმიანობა, ფინეთის პოზიცია ევროკავშირში და ურთიერთობა რუსეთთან.

ნიინისტო გამარჯვების შემდეგ გახდა პირველი კონსერვატორი პრეზიდენტი იუხო კუსტი პაასიკივის დროიდან (1946-1956).

იმ შემთხვევაში, თუკი ჰაავისტო გაიმარჯვებდა, ის გახდებოდა ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტო მწვანეთა პარტიიდან. მას ასევე ჰქონდა შანსი შესულიყო ევროპის ისტორიაში როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელიც ღიად იმყოფება ჰომოსექსუალურ ქორწინებაში.

ფინეთის მასმედია მიიჩნევს, რომ ნიინისტომ გარდა თავისი პარტიის მხარდამჭერებისა,  კონსერვატიული ელექტორატის ხმებიც მიიღო, ჰაავისტოს კი მწვანეთა ხმების გარდა, მემარცხენე პარტიის ელექტორატმაც დაუჭირა მხარი.