ცნობილი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონისათვის გასული წელი სხვადასხვა დრამატული მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა.
მშვენიერი სკარლეტი თავდაპირველად ქმარს, მსახიობ რაიან რეინოლდს დაშორდა. ამის შემდეგ შვედური ფესვების მქონე მზეთუნახავის გზაზე მსოფლიო კინოს ვეტერანი შონ პენი გამოჩნდა. სამწუხაროდ მათი სასიყვარულო კავშირი ხანმოკლე გამოდგა.
ამერიკული ყვითელი პრესის ცნობით, იოჰანსონი ამჟამად მსახიობ ჯოზეფ გორდონ-ლევიტს ხვდება. შეყვარებულებმა ერთმანეთი გასული წლის შემოდგომაზე გაიცნეს.
წყვილს სულ უფრო ხშირად ხედავენ ერთად, ცოტა ხნის წინ კი საერთო ბინაშიც დასახლდნენ.
ორივე მსახიობი ამჟამად ძალიან დაკავებულია. გორდონ-ლევიტს ფილმში “ბნელი რაინდი: ლეგენდის აღორძინება” იღებენ, ქალბატონი სკარლეტი კი სამუშაო მივლინებით შოტლანდიაში იმყოფება.