სტივენ სპილბერგის ახალი პროექტები

სტივენ სპილბერგის ახალი პროექტები

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს.

რამდენიმე დღის წინ სპილბერგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გახმაურებული სერიალი “იურიული პერიოდის პარკის” რიგით მეოთხე ნაწილის გადაღებას შეუდგება.

ჯერჯერობით უცნობია ამ სურათში მონაწილე მსახიობების შემადგენლობა. რეჟისორმა მისი სიუჟეტის გახმოვანებისგან თავი შეიკავა. ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, ახალი ნამუშევარი მისი წინამორბედებისაგან სრულიად განსხვავებული იქნება და მისტერ სტივენი მაყურებელს არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს.

ზემოთდასახელებული სურათის გარდა სტივენ სპილბერგი ბიბლიური თემითაც დაინტერესდა და მოსეს ცხოვრების შესახებ ფილმს გადაიღებს. ამ ფილმის სავარაუდო სახელწოდებაა “ღმერთები და მეფეები” და ამჟამად რეჟისორი მის სცენარზე მუშაობს.