"თავისუფლი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შესახებ და დღეს დაწყებული სასამართლო პროცესის შემდეგ, კიდევ ერთ შეფასებას აკეთებს და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:
"დელტაკომი, კოტარია, შსს-ს მომსახურება, 2014 წლიდან კოლოსალური თანხები მომსახურებაში - აი სად არის ძაღლის თავი ჩამარხული! ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სულ ტყუილად ზის ციხეში! უსამართლოდ მოპყრობა ეგ არის! ეგრე არ გამოვა - იჯდეის ვერ გამოვა! მე სხვა არაფერი მაინტერესებს! ეს ხალხი გამოვიდეს და გავაგრძელოთ მერე პოლიტიკური პაექრობა! თავისუფალი დემოკრატები არავის ვმტრობთ! ჩვენ არ ჩაგვირტყავს ზურგში დანა არავისთვის! მოახერხეთ (ეს ტერმინი მკვიდრდება ბოლო პერიოდში პარლამენტის კედლებშიც) და გაუშვით ეს უდანაშაულო ხალხი სახლში, ოჯახებში! დაიტანჯა ეს ხალხი ამ უსამართლობისგან! შვილები, დედები, მამები, მეუღლეები! წაიკითხეთ ყურადღებით და დაფიქრდით, რასაც გეუბნებით!" წერს ალექსი პეტრიაშვილი.