ხვალ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება - ვინ რა შედეგს ელის შოტლანდიაში დაგეგმილი შეხვედრიდან

ხვალ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება - ვინ რა შედეგს ელის შოტლანდიაში დაგეგმილი შეხვედრიდან

სტრატეგიული ინტერესები სტრატეგიული პარტნიორობის საპასუხოდ - დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის დაწესებული 30%-იანი ტარიფები ძალაში 5 დღეში შევა.

არცერთი ნაბიჯი უკან, სხვა სუბიექტის სასარგებლოდ - ამერიკის შეერთებული შტატების 47- პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ბრიუსელთან სავაჭრო ურთიერთობები შტატებისთვის მომგებიანი არ არის. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი დიპლომატიაზე უარს არ ამბობს. ხვალ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება.

"კვირას შევხვდები ევროკავშირის წარმომადგენლებს და კონკრეტულ შეთანხმებაზე ვიმუშავებთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აქ იქნება, ასე რომ, მოუთმენლად ველით კომუნიკაციას. არ ვიცი, მოლაპარაკების შანსები ევროკავშირთან ტარიფებზე, 50-50-ზეა. ფაქტი ის არის, რომ საოცარი ექვსი თვე გვქონდა და ეს ერთგვარი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მიგრაციის საკითხზეც. გასულ თვეს არავინ შემოსულა ჩვენს ქვეყანაში. არავინ. ჩვენ შევაჩერეთ ეს. ბაიდენი სრულიად კრეტინი იყო. და იმას, რაც მან დაუშვა, ევროპაც უშვებს. ევროპამ უნდა შეაჩეროს ეს საშინელი შემოსევა, რომელიც ხდება. ბევრ ქვეყანაში. ზოგიერთმა ადამიანმა, ზოგიერთმა ლიდერმა არ დაუშვა ეს. მე შემიძლია ახლავე დაგისახელოთ ისინი, მაგრამ არ ვაპირებ სხვების შერცხვენას. ვიმეორებ შეაჩერეთ ეს, რადგან მიგრაცია კლავს ევროპას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შევთანხმდით, შევხვდეთ კვირას შოტლანდიაში, რათა განვიხილოთ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და აშშ- შორის, თუ როგორ შეგვიძლია, მტკიცედ შევინარჩუნოთ ის", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.