გიორგი ვოლსკი: ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ელჩის შეხვედრა რომელიმე სახელმწიფოს, მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირთან

გიორგი ვოლსკი: ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ელჩის შეხვედრა რომელიმე სახელმწიფოს, მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირთან

ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ელჩის შეხვედრა რომელიმე სახელმწიფოს, მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

„„ქართულ ოცნებას“ ეს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია იმიტომ, რომ თინა ბოკუჩავას, ან ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდეს. ეს გამოქვეყნდა იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არსებობს პოზიტიური ტენდენციები ურთიერთობის განვითარების და თუ საჭიროა, გადატვირთვის მიმართულებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.