საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტა, არ მოახდინოს საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება."ვთვლი, რომ ეს ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორეა რამდენად დაუფასებს სააკაშვილი ამას ამ პროკურორებს. მე არ გამოვრიცხავ, თვითონ გახდნენ მალე მსხვერპლები სააკაშვილის,"-განაცხადა კობახიძემ.