"სააკაშვილს უფრო დიდი რეპუტაცია,აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტა, არ მოახდინოს საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება.დეპუტატი თვლის, რომ უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა, არის რუსეთის დაკვეთა."მოსთხოვო უკრაინას დააპატიმროს და გადმოგცეს სააკაშვილი, ეს არის რუსეთის დაკვეთა და ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს მთავრობისთვის.უნდა აღინიშნოს, ის რომ არ გადმოსცეს, ნიშნავს ერთ რამეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის და უკრაინისათვის სააკაშვილს უფრო დიდი რეპუტაცია,აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას," განაცხადა რატიანმა.