თეა წულუკიანმა კობა კობალაძის მოთხოვნას უპასუხა

თეა წულუკიანმა კობა კობალაძის მოთხოვნას უპასუხა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკრებულოს დეპუტატის კობა კობალაძის მოთხოვნას უპასუხა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.

როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესულია საქმე თებერვლის თვიდან, რომელიც მიმართულია "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ.

"კობა კობალაძემ მოიგო სასამართლოში დავა "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ. "რუსთავი 2"-ს დაეკისრა სასამართლო ძალით, რომ უარყოს რომელიმე შაბათ დღეს ეთერში ის ონფორმაცია, რომელიც გაავრცელა კობა კობალაძის შესახებ. თქვენ გახსოვთ, რომ კობალაძე გაამართლა ჯერ კიდევ კუბლაშვილის სასამართლომ და ის ცნო უდანაშაულოდ მუხროვანის საქმეზე. ამის საწინააღმდეგოდ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემული არხის ეთერში გადაიცა ინფორმაცია, რომელიც დამნაშავედ შერაცხავდა კობალაძეს, თითქოს ის ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან. ამ დროს ყველა გვახსოვს კობალაძე გაამართლა სასამართლომ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მხარეებს შორის აღსრულებაზე დავა არ წარმოიქმნას და ეს ინფორმაცია არხის მიერ იქნას უარყოფილი.

"რაც შეეხება თანხის ნაწილს, "რუსთავი-2"-მა უკვე გადაუხადა კომპენსაცია კობალაძეს, ახლა დარჩა ცრუ ინფორმაციის უარყოფა", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტროს აქვს კავშირი როგორც "რუსთავის 2"-თან, ასევე კობალაძესთან და იმედოვნებენ, რომ არავითარი გართულება არ იქნება.