„საქართველომ ინტერესი გამოხატა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკს შეუერთდეს“

„საქართველომ ინტერესი გამოხატა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკს შეუერთდეს“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკის მიზანი ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსებაა.

„საქართველომ ინტერესი გამოხატა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკს შეუერთდეს, რომლის საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდი დოლარია. ბანკის მიზანი ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსებაა, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოძიებაში. აქვე გეტყვით, რომ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება და მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ გახდეს ამ ბანკის წევრი“, - აღნიშნა პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე.