"ხალხი ფიცრებით და ნამგლებით მოვა და გაგვიყვანს პარლამენტიდან"

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე გაამახვილა ყურადღება სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა რეგიონების ხელმძღვანელმა ტარიელ ლონდარიძემ. მისი განცხადებით, მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ აქვს.

"ხადური ამბობს, რომ კრიზისი არ არის და არც გეგმა არ არსებობს, არადა რეალურად ვითარება სხვა არის. ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, თუმცა მთავრობას გეგმა არ აქვს ეს კი არის მიზეზი რატომაც არ მოვიდა მთავრობა დღეს პარლამეტნში. მათ ხალხთან სალაპარაკო არ აქვთ. ნუ დაელოდებით იმ დროს, რომ მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება მოვა ფიცრებით და ნამგლებით და გაგვიყვანს აქედან. პირველ რიგში ეს უმრავლესობას ეხება,"- განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.