"ბატონო პრეზიდენტო, მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის"

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-რეგიონების თავმჯდომარე ტარიელ ლორდანიძე ყოფილი და მოქმედი თავდაცვის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, მთავრობას 3 წელია არ გააჩნია რეზერვისა და მობილიზაციის გეგმა, რის გამოც დეპუტატის პოზიციით მინდია ჯანელიძის, ირაკლი ალასანიასა და გენერალური შტაბის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.ტარიელ ლონდარიძემ თავდაცვის სამინისტროში რეფორმების შეფერხების გამო პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის წასვლის საკითხი დააყენა და პრეზიდენტს გარდამავალი მთავრობის სათავეში ჩადგომას მოსთხოვა- "ბატონო პრეზიდენტო, შეარჩიეთ მომავალი კრიზისული მთავრობის კადრები, დააკომპლექტეთ მთავრობა და გარდამავალ პერიოდში უხელმძღვანელეთ ქვეყანას, რათა ქვეყანაში კრიზისი იყოს დაძლეული და მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის," - განაცხდა ტარიელ ლონდარიძემ.