მადლიერი ქვეშევრდომი

მადლიერი ქვეშევრდომი



ერცჰერცოგინია მარია ანტუანეტას, მომავალი კომპოზიტორი, პატარა მოცარტი ვენის სასახლეში დაჰყავდა.

ბიჭუნას იატაკზე ფეხი გაუსხლტა და დაეცა. ერცჰერცოგინიამ სწრაფად წამოაყენა იგი.

- თქვენ ძალიან კეთილი ბრძანდებით, - უთხრა მას ახალგაზრდა მუსიკოსმა, - მე თქვენ შეგირთავთ.

მარია ანტუანეტამ მოცარტის სიტყვები დედას გადასცა.

- რატომ გინდათ შეირთოთ მისი აღმატებულება? – შეეკითხა იმპერატორი.

- მადლიერების გრძნობის გამო, - უპასუხა მოცარტმა.