„შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან“

„შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან“

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ქვეყანაში უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება საჭიროა.

პრეზიდენტმა  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემაზე გაამახვილა.

„ტერორიზმის ახალი ნაირსახეობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და იქ გაჩაღებული ომი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის - ახლო აღმოსავლეთის მოვლენები ხომ უშუალოდ აისახება უსაფრთხოების გარემოზე კავკასიაშიც. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. საჭიროა პრევენციული ზომების გატარება და, ზოგადად, უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება. ამასთან, რაკიღა საფრთხეები და რისკები მსგავსი და საერთოა, აუცილებელია პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც. თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში - გასული წლის მიწურულს ჩემი წარდგინებით პარლამენტმა დაადასტურა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის „გადამწყვეტი დახმარების მისიაში“ (Resolute Support Mission)“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.