გიორგი მარგველაშვილი:   სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლით მოგებული არავინ დარჩება

გიორგი მარგველაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლით მოგებული არავინ დარჩება

არავინ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი შრომის დამკვეთად და მის შემფასებლად, ხალხის გარდა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში, სახელწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობაზე საუბრისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლით მოგებული არავინ დარჩება.

"სახელწიფო ინსტიტუტთა ეფექტიანობოსთვის გადამწყვეტი მნიშველობა აქვს საჯარო მოხელეთა მეტ თავისუფლებას და პასუხისმგებლობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელ დარგში რეალურად ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები, ვისი დამსახურებაა წარმატება ან ვინ არის მარცხზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ მართვის ისეთ ფორმაზე, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირებს. შეხედულებას, თითქოს საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ანარქიისკენ მივყავართ. საზოგადოება ხელისუფლების მაკონტროლებელია, მაგრამ მართვის ტვირთი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მათ მესვეურებზეა. ამ ინსტიტუტების მოშლით მივიღებთ ქაოსს. ასეთ ვითარებას მოგებული მხარე არ ეყოლება არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს არჩევანზე, ვემსახუროთ საქართველოს. არავინ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი შრომის დამკვეთად და მის შემფასებლად, ხალხის გარდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.