რეცენზია

რეცენზია



ახალგაზრდობაში ბერნარდ შოუ თეატრალურ და მუსიკალურ რეცენზიებს წერდა ლონდონის ერთი გაზეთისათვის.

რედაქციის მიერ ექიმთა საზოგადოების გუნდის კონცერტზე მივლინებულმა მან ერთხელ შემდეგი მოკლე რეცენზია დაწერა:

“გუშინ მღეროდნენ ლონდონელი ექიმები. მათი სიმღერის მოსმენა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მაინც უკეთესი იქნებოდა მოვაგონოთ მათ ის დუმილის პირობა, რომელიც სამედიცინო დიპლომის მიღების დროს დასდეს”.