კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ კითხვა ლოგიკურად ჩნდება

კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ კითხვა ლოგიკურად ჩნდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ ლოგიკურად ჩნდება კითხვა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კვლავ აქტუალურია კითხვები კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებების შესახებ.

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა. ამ მოდელის წარმატებას საქართელოს თითოეული მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნის საქონლისა და მომსახურეობის, საკვების, საწვავის, მედიკამენტების და სხავდასხვა კომუნალური მომსახურეობის შეძენისას. საზოგადოებამ ამ პროგრამას და ამ ხედვას მისცა ხმა და დღესაც ამ ხედვას უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის თაობაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.