პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს კარინ ფინკელსტონის შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს კარინ ფინკელსტონის შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა კარინ ფინკელსტონმა კერძო სექტორის მდგრადი განვითარება, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის წახალისების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის თემებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის თანახმად, IFC–ი ხელს უწყობს საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის გამოყენებას, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას, კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ვაჭრობისა და ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის წახალისების გზით, აგრობიზნესის პროდუქტიულობის ზრდას და სურსათის უვნებლობას.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, IFC-ის დაფინანსება და საკონსულტაციო მომსახურება დაეხმარება საქართველოს გახდეს ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი რეგიონში. შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტში IFC-ის მიერ სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მოზიდული დაფინანსება საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის პროექტში აქამდე განხორციელებულ უდიდეს კერძო ინვესტიციას წარმოადგენს. ამ პროექტისთვის IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება საერთო ჯამში 104 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამხრეთ კავკასიაში IFC-ის ახალი რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენი წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა.