ირაკლი ჩიქოვანი:   დღეს

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს "თავისუფალი დემოკრატები" ახალ ამპლუაში ვიქნებით

შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი პარლამენტში "თავისუფალ დემოკრატებს" ხვდება, როგორც დამოუკიდებელ ძალას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, უშუალოდ "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, საკუთარ გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრებს.

"პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ბევრს ისაუბრებს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საგარეო გამოწვევაზე. ჩვენ კი, "თავისუფალი დემოკრატები" ჩვენი გამოსვლისას ყურადღებას გავამახვილებთ არაფორმალურ მმართველობასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღეს, ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ახალ ამპლუაში ვიქნებით პრეზიდენტთან", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო უმრავლესობა გასული წლის ნოემბერში დატოვეს.